სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის  პროგრამა

 

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის  პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოში დანიის მთავრობის და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო, სახელწოდებით- "ახალგაზრდა მეწარმე". ბიუჯეტი 4 მილიონ 110 ათასი ლარია.

„ახალგაზრდა მეწარმე“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები.   ასაკობრივი ცენზი მამაკეცებისთვის 18-დან 35 წლამდე, ქალბტონებისთვის კი - 18-დან 40 წლამდე

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის დაფინანსებას, პროგრამის მიზნებისთვის ახალ ბიზნესად ითვლება: ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც იწყებს მეწარმე (რომელსაც არ გააჩნია მიმდინარე ბიზნესი) ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც მეწარმე იწყებს ახალ მუნიციპალიტეტში; ბიზნეს საქმიანობა, რომელიც წარმოადგენს მეწარმისთვის ახალ მიმართულებას; პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ისე არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს მიმართულების დაფინანსებას.

განაცხადის წარდგენის შემდეგ  ბრიჯ- ინოვაცია და განვითარების ექსპერტთა  ჯგუფი   საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან ერთად  ეხმარება ახალგაზრდა მეწარმეებს  ბიზნეს გეგმების მომზადებაში.

წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის დამტკიცების შემდეგ, ბოლო ფაზაში პროგრამის ფარგლებში შერჩეული კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია ახალგაზრდებს დაეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის ყველა საჭირო ღონისძიებაში.

.

  • AGAJ